მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ამჟამად ქართულ ენაზე ხელმისაწვდომია 117,199 სტატია.

გეოგრაფია · ისტორია · მეცნიერება · რელიგია · საზოგადოება · სამართალი · სპორტი · ხელოვნება · საქართველო

მეგზური · ხშირი შეკითხვები · ქართული კლავიატურის დაყენება · ფორუმი · მოთხოვნილი სტატიები

თვის მიმდინარე პროექტის მთავარი თემაა ბანგლადეშის დროშა ბანგლადეში. აირჩიეთ შემდეგი თვის პროექტი.

HSutvald2.svg

რჩეული სტატია

გრიფინების ლოგო
გრიფინები (ინგლ. Family Guy, წარმოთქმა: [ˈfæm.(ə)l.i gaɪ]; სიტყვასიტყვით — მეოჯახე) — სეთ მაკფარლეინის შექმნილი ამერიკული ანიმაციური სიტკომი ტელეარხ Fox Broadcasting Company-სთვის. სიუჟეტი ვითარდება გრიფინების უბედურ ოჯახში, რომელიც შედგება პიტერ და ლოის გრიფინებისგან. მათ ჰყავთ სამი შვილი: კრისი, მეგი და სტიუი. გარდა ამისა, სახლში არის ანთროპომორფიზმული ძაღლი ბრაიანი. სიტკომის მოქმედებები ვითარდება როდ-აილენდის შტატის გამოგონილ ქალაქ კუაჰოგში. ეპიზოდებში შემქმნელები ხშირად ეხებიან სხვადასხვა საკამათო და „მტკივნეულ“ თემებს, როგორებიცაა პოლიტიკა, რასიზმი, მონათმფლობელობა, ფემინიზმი, ჭარბწონიანობა და სხვა. სეთ მაკფარლეინს გრიფინების შექმნის იდეა ჯერ კიდევ კოლეჯში გაუჩნდა, მაგრამ მის რეალიზაციას ის მხოლოდ თავისი პირველი ანიმაციური პროექტების, „ლარის ცხოვრება“ და „ლარი და სტივის“ შემდეგ შეუდგა. ამ მულტფილმების მთავარი პერსონაჟები, ლარი და მისი ძაღლი სტივი მაკფარლეინმა ბრაიანად და პიტერად გადააკეთა. 1998 წლის 15 მაისს მან შვიდწუთიანი საპილოტო ეპიზოდი გადაიღო და თავისი იდეა ტელეარხ Fox-ის ხემძღვანელობას წარუდგინა. ხემძღვანელობას იდეა მოეწონა — პროექტმა დაფინანსება მიიღო. 2002 წელს პროექტი შეაჩერეს, მაგრამ, ტელეარხ Fox-ის ხემძღვანელობამ 2004 წელს, DVD დისკების კარგი გაყიდვების და „Adult Swim“-ზე მაღალი რეიტინგის გამო გრიფინების გაგრძელება გადაწყვიტა. სერიალი 16-ჯერ იყო ნომინირებული ემის პრაიმ-ტაიმის პრემიაზე (გრიფინებმა ოთხჯერ გაიმარჯვა) და 11-ჯერ პრემია ენიზე (სამი გამარჯვება). 2009 წელს სერიალი ნომინირებული იყო „ემის“ პრემიაზე კატეგორიაში „საუკეთესო კომედიური სერიალი“. გრიფინები არაერთხელ შერაცხეს საკულტო სერიალად, მაგრამ, ამავე დროს, სერიალს ხშირად აკრიტიკებენ. კრიტიკოსების აზრით, გრიფინები ბევრი რამით ჰგავს მულტიპლიკაციურ სერიალ „სიმფსონებს“. სერიალის წარმატების პარალელურად გამოშვებული იქნა მასთან დაკავშირებული სათამაშოები, წიგნები, კომიქსები, DVD და Blu-ray დისკები, ვიდეო თამაშები და პინბოლის ავტომატი.

HSSubpages.svg

დღის სტატია

წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობა
წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობა — საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია, რომელსაც საფუძველი 1863 წელს ჩაეყარა, დაჭრილთა დახმარების საერთაშორისო კომისიის შექმნასთან ერთად. თავდაპირველად ის შემოიფარგლებოდა ბრძოლაში დაზარალებულ ომის მონაწილეთა დახმარებით. შემდგომში ამ ორგანიზაციის საქმიანობა მშვიდობიან მოსახლეობაზეც გავრცელდა.



HSBild.svg

დღის სურათი

მარკ კომა დაკარი-2006 რალისას.
მარკ კომა დაკარი-2006 რალისას.



W-circle.svg

სიახლეები

მზის სრული დაბნელება

HSDagensdatum.svg

22 აგვისტო — ამ დღეს...

წითელი ჯვრის ემბლემა

HSVissteduatt.svg

იცით თუ არა, რომ?

ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
მცხეთის დავითნის გვერდი, რომელზედაც წარმოდგენილია არაბული ციფრები